ბრიტანეთი რუსეთის მიერ ყირიმის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას გმობს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის მხრიდან ყირიმის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების ფაქტი გააკრიტიკა. უილიამ ჰეიგის განცხადებით, ყირიმი უკრაინის ნაწილია,- ჰეიგის კომენტარს „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური ავრცელებს. ჰეიგის განცხადებით, რუსეთი, ყირიმის ანექსიით, ყველა საერთასორისო ნორმას და სამართალს არღვევს. “გაერთიანებული სამეფო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებას გმობს. ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეებისათვის ყირიმი უკრაინის ნაწილია,” – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.