მიწისძვრა შეერთებულ შტატებში
4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ლოს-ანჯელესთან ახლოს დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მოწისძვრა ქალაქის ცალკეულ რაიონებში საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა. მიწისძვრამ სერიოზულად შეაშინა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟუნალისტები. საინფორმაციო გამოშვების წამყვანებს პირდაპირი ეთერის დროს მაგიდის ქვეშ დამალვა მოუხდათ, რაც ათასობით ტელემაყურებელმა ნახა. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.