თურქეთი რუსეთს ბოსფორის სრუტის ჩაკეტვით ემუქრება
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ისაუბრეს. ერდოღანმა პუტინი უკრაინასთან კონფლიქტის შედეგებზე გააფრთხილა,- საუბრის შესახებ უკრაინული მედია თურქეთის დიპლომატიურ წყაროზე დარყდნობით წერს. წყაროს ცნობით, ყირიმელი თათრების ლიდერს მუსტაფა ჯემილევსა და თურქეთის პრემიერის ბოლო შეხვედრისას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ყირიმელი თათრების საფრთხის შესახებ იყო საუბარი. მედიის ინფორმაციით, ჯემილევთან საუბრის შემდეგ ერდოღანმა პუტინს დაურეკა და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭარება, ასევე თუ ყირიმის ე.წ. ხელისუფლება ყირიმელ თათრებზე ძალადობას განახორციელებს, თურქეთი იძულებული იქნება, რუსული გემებისთვის შავის ზღვის სრუტე ჩაკეტოს.