ზურაბ ტყემალაძე: სტალინი არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარება არაფრით არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ “მაესტროს“ ეთერში სტალინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მისი კოლეგები აფასებენ.
დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის თქმით, სტალინი არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარება არაფრით არ შეიძლება.
“თოფაძეს არ უთქვამს, რომ გინდა თუ არა, ყველამ დაკიდოს სტალინის ფოტო თავის ოთახშიო, მან თქვა, შეიძლება ისე დაფასდეს სტალინის ღვაწლი, მოვიდეს დრო და მისი სურათი სახლებში დაკიდონო.
სტალინი არის ისტორიული პიროვნება, რომლის არაღიარება არაფრით არ შეიძლება, ისტორიული პიროვნება შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც“, – განაცხადა ტყემალაძემ. უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის თამაზ მეჭიაურის შეფასებით, სტალინი არის მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება. მას აქვს ძალიან დიდი მიღწევები, რომელსაც აქვს ასევე ბევრი კითხვის ნიშნების შემცველი ქმედებები.
“სტანილი არის ყველა დროის ერთ – ერთი უდიდესი პიროვნება მსოფლიოში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მიღწევები, ასევე არსებობს ბევრი კითხვის ნიშნის შემცველი ქმედებები – რა ჯობდა, ტროცკის გაემარჯვა მასზე თუ მას გაემარჯვა, მე ყველა ქართველს, რომელმაც მსოფლიოში ამხელა წარმატებების მიღწევა შეძლო, მივესალმები“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ამ კომენტარისთვის პირადად არ მოუსმენია, მაგრამ თუ დეპუტატმა ასე თქვა, ის ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში, ის საამაყო პიროვნება იყო, – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა.
“სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში. ის იყო საამაყო პიროვნება და მე-20 სუკუნეში აღიარებული პირი. ამ კაცმა დიდი სიკეთე გააკეთა. მთელი მსოფლიო თვლის, რომ ის უდიდესი ადამიანია. ძალიან დიდი ნაწილი გაიზიარებს ჩემს ნათქვამს. ეს კაცი სიმბოლოა, დიდი საქმეების. ის საქართველოსთვის საამაყო კაცია. მე ვამბობ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების აზრს. მე, სამწუხაროდ, კაბინეტში არ მაქვს სტალინის სურათი, მაგრამ სახლში მისი სურათები და ასევე ბევრი წიგნი მაქვს”, – განაცხადა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები