პუტინმა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში მიღების პროექტი დაამტკიცა
ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციაში ყირიმის მიღების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას მიზანშეწონილად მიიჩნევს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განკარგულების თანახმად, პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა რუსეთსა და ყირიმს შორის მოლაპარაკებების პროექტი, რომელიც ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას გულისხმობს. “მიზანშეწონილად მივიჩნევ, ხელი მოვაწერო შეთანხმებას”,- ნათქვამია განკარგულებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით” ბრძანებას გუშინ მოაწერა ხელი. “2014 წლის 16 მარტის ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმზე ყირიმელთა ნების გამოხატვის გათვალისწინებით, ყირიმის რესპუბლიკა, რომლის ქალაქ სევასტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ცნობილ იქნას დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ”, – ნათქვამია დოკუმენტში.