მიკ ჯაგერის მეგობარი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ცნობილი როკმომღერლის მიკ ჯაგერის მეგობარი ქალი, დიზაინერი ლორენ სკოტტი ნიუ-იორკის ცეტრში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. 49 წლის დიზაინერის ცხედარი მისმა დამხმარემ იპოვა. პოლიცია განიხილავს გარდაცვალების მიზეზს და, პირველ რიგში – თვითმკვლელობის ვერსიას. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.მიკ ჯაგერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მომღერალი შოკირებულია ლორენ სკოტტის გარდაცვალების გამო.