როგორ გახდა მარიამ ნიქაბაძისთვის ცხოვრების წესი ადამიანებთან ურთიერთობა და როგორ ცხოვრობდა ბავშვობაში საოცრებების სამყაროში

„ალისას საოცრებათა სამყარო არ მაინტერესებდა, რადგან საოცრებები ჩემს გარშემო ხდებოდა. ბავშვობაში, ჩემი უდიდესი ფანტაზიის უნარით წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი ადვილად ვხდებოდი“. – მარიამ ნიქაბაძე ახლა საჯარო რეესტრის მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახურში მუშაობს. პროფესიით იურისტია, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდა ცოტა უცნაური ბავშვობა გამოიარა.12179769_1153479904680616_1115254433_n

– ბავშვობიდან მიყვარდა დიდ ადამიანებთან ურთიერთობა. მყავს ჩემზე პატარა ორი და, რომლებიც ჩემთან არ თამაშობდნენ. მე მათზე მეტად უფროსებით ვინტერესდებოდი. ბავშვური საზრუნავები არ მქონდა, იმდენად ვიყავი გატაცებული უკვე გაზრდილი ადამიანების ცხოვრებით. სანამ სკოლაში მივიდოდი თავისუფლად ვლაპარაკობდი ინგლისურად და რუსულად. ეს არის ჩემი ბებიის დამსახურება, რომელმაც გამზარდა. 53-ე სკოლაში, ინგლისური ენის პედაგოგი იყო. მან მასწავლა ცოდნის სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული, უაღრესად განათლებული ქალი იყო. გული მწყდება, რომ ზრდასრულ ასაკში მასთან ურთიერთობის საშუალება არ მომეცა.
– მოხდა ისე, რომ ბოლოს უკვე კითხვას გიშლიდნენ…12179855_1153479888013951_1741434734_n
– სანამ სკოლაში მივიდოდი, უკვე ვკითხულობდი წიგნებს. მახსოვს, სკოლის პერიოდშიც ჩემი ასაკისთვის შეუფერებელ ლიტერატურას ვეცნობოდი. მაგალითად, 10 წლის ასაკში „სამი მუშკეტერი“ და „დედოფალი მარგო“ წაკითხული მქონდა. რა უნდა გამეგო, მაგრამ კარლსონი აღარ მაინტერესებდა. მქონდა უდიდესი ფანტაზიის უნარი, ასოებს შორის ვხედავდი ნახატებს – როგორი წარმომდეგინა იქაურობა. მახსოვს, „სამ მუშკეტერს“ როცა ვკითხულობდი, როგორ ვიყავი მეც იქ და ვეხმარებოდი სამკაულის ჩამოტანაში. ახლა მეცინება, თუმცა მაშინ ამის წარმოდგენა ჩემთვის სასწაული იყო. არ შემიძლია არ ვახსენო შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, როგორ ვიყავი დედოფლის მოახლე.
– რატომ გქონდა ყოველთვის მეორეხარისხოვანი როლი, თვითონ გმირი რატომ არ გინდოდა ყოფილიყავი?12180024_1153479901347283_1233582600_n
– ეს იყო ძალიან სასაცილო, იმ გმირს უკვე ჰქონდა თავისი ისტორია, ეს ხომ სხვისი როლი იყო. მე მინდოდა წიგნი ჩემი ნაწილი გამხდარიყო და ნაწილი ხდებოდა ამ ჩემი ფანტაზიით და არა სხვისი როლის მითვისებით. ამიტომ მე არ მინდოდა, ვინმეს ეკარნახა, როგორი ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, არასდროს შემიცვლია ფინალი. ერთადერთი წიგნი იყო, რომლის დაბოლოებასაც ცოტა გადავუხვიე, იყო ჟიულ ვერნის „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“. ინდოეთის პრინცი თავისი უდიდესი წარსულით, იდუმალი აწმყოთი და სასწაული მომავლით – ასე ვფიქრობდი და მერე რომ წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ მომავალი საერთოდ არ ჰქონდა. მე იმდენად მოხიბლული ვიყავი ნემოს პერსონაჟით, ცოცხალი დავტოვე.
– კითხვის მიუხედავად, შენ გყავს ორი და და მათთან თამაში მაინც გიწევდა…12179357_1153479898013950_241898508_n
– ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ ორივეს, მაგრამ როდის ახსენდებოდათ ჩემს დებს ჩემი არსებობა… როცა სკოლაში საზაფხულო არდადეგებზე გვაძლევდნენ რომელიმე წიგნს წასაკითხად. ანი და ელისაბედი მთელი ზაფხული თამაშობდნენ, სამი დღე რომ აკლდა სკოლის დაწყებას, მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ – „მარი, მოდი დედაშვილობანა ვითამაშოთ. დაჯექი შენ და მოგვიყევი, რა ეწერა ამ წიგნშიო“. მე ვყვებოდი, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რასაც ვთვლიდი, რომ  საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ეს კი იყო მთელი წიგნი. იმდენად მინდოდა განეცადათ ის, რაც მე ამ ნაწარმოების კითხვის დროს განვიცადე, ვერ ვხვდებოდი, რომ მათ იგივე განცდა არ ჰქონდათ. ერთხელ ძალით მოვუყევი „უთავო მხედარი“. მოვატყუე, რომ სკოლაში დავალებაჰ ქონდათ…
არ მიყვარდა ტელევიზორი. ვგიჟდებოდი რადიოზე , იქ ლაპარაკობდნენ და მე ვერ ვხედავდი. შემეძლო წარმომედგინა, თუმცა არასოდეს გამჩენია სურვილი, შემემოწმებინა, რამდენად სწორი იყო ჩემი ვერსია. ჩემთვის ის ჩემი წარმოდგენა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე რეალობა. 16 წლის ასაკში წავიკითხე „ოსტატი და მარგარიტა“. ეს იყო ჩემთვის შოკი. იმდენად მძიმე იყო… კი წარმოვიდგინე, მაგრამ ჩემი თავი ვეღარ დავინახე. იმდენად სხვა სფეროა, მე ვეღარ გავბედე იქ შევსულიყავი. ახლა ჩემი როლი უფრო პასიური გახდა, ვკითხულობ და იქვე ვდგავარ, გვერდიდან ვაკვირდები მოვლენებს.12182015_1153479884680618_2144841370_n
– სკოლა…
– პირველ სექტემბერს წავედი 51-ე სკოლაში. სამი ღამე არ მეძინა. მაინტერესებდა და მიხაროდა, რომ მივიდოდი და კიდევ მასწავლიდნენ. წლები რომ გავიდა, უკვე ყველა მასწავლებელი მიცნობდა, იცოდნენ ჩემი გატაცება ხელოვნების და ლიტერატურის მიმართ. ერთხელ, სამივე უკვე სკოლაში ვართ. ალბათ მე-10 კლასში ვარ და მოხდა ისე, რომ დაგვაგვიანდა. მაშინ თუ დააგვიანებდი, ერთი გაკვეთილი სკოლაში არ გიშვებდნენ. ვდგავართ ქვემოთ, ვხედავ ჩამოდის სკოლის დირექტორი, ბატონი დავით ლაგვილავა. გაუკვირდა, სკოლაში რომ არ ვიყავი, აქ ალბათ რაღაც შეცდომააო და ჩემთან ერთად, ჩემი დებიც შეუშვა გაკვეთილებზე.
– უნივერსიტეტი… 12170539_1153479931347280_336580317_n
– 2009 წელს სკოლა  ვერცხლის მედალზე დავამთავრე. გადაწყვეტილი მქონდა, ჩემი მომავალი პროფესია უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება მიმართული ხალხის კეთილდღეობისკენ და არა მარტო ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის  კარგი უნდა გამეკეთებინა. ასე ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – უნივერსიტეტი.
ცოტა შოკირებული ვიყავი, რომ არ მესმოდა წიგნების, რასაც ვკითხულობდი, ამან მომცა სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი მესწავლა. მქონდა არჩეული ისეთი საგნები, რომელიც ჩემთან ახლოს იყო, მაგალითად ისტორია, ისლამური სამართალი. შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაში და ავირჩიე კერძო სამართალი. უნივერსიტეტში მქონდა საშუალება, მემუშავა საინტერესო ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ისტორია აქვთ, არა მარტო საკუთარი, არამედ დაკავშირებული საქართველოს უახლეს ისტორიასთან.
– მიუხედავად ამისა, შენ მაინც ვერ ხედავდი საკუთარ თავს ამ პროფესიაში…12167881_1153479911347282_1846038161_n
– უნივერსიტეტში სწავლისას დავინახე იურისტის სხვადასხვა განხრა (მოსამართლე, ადვოკატი, არბიტრი, ნოტარიუსი…) და მივხვდი, რომ არცერთი არ იყო ჩემთვის მისაღები… ბოლოს მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ავირჩიე საგანი – მედიაცია. სწორედ ეს აღმოჩნდა ჩემთან ყველაზე ახლოს. მედიაცია არ არის კანონებზე მორგებული. მისთვის მისაღებია საქმეს მიუდგეს ადამიანის ბუნების კუთხით იურიდიულ მხარესთან ერთად. ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც მედიაციას ეძღვნებოდა, ჩამოვაყალიბეთ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომლის წევრი ვარ.
– მკაცრი პროფესიის მიღმა…
– პროფესიამდე იყო კიდევ ერთი გატაცება ბავშვობაში. როცა სახლში წიგნები ამოვწურე, პირველად დედაჩემმა მომცა ნემსი და დავიწყე ქარგვა… ჩემდა გასაოცრად, ქარგვა მეხმარებოდა ფიქრში, კონცენტრირება გადამქონდა ნემსზე და თან ვფიქრობდი წაკითხულზე.  როგორც ნაქარგი ივსებოდა, ისე ივსებოდა ჩემი ისტორია ამ ნაქარგის მიღმა. ერთი ნაქარგი მაქვს – იაპონელ ქალს მწვანე კიმონო აცვია და ელოდება თავის სიყვარულს. გაზაფხულთან ერთად მის გულშიც იღვიძებს გრძნობა, რომ შეიძლება სიყვარული ისევ დაბრუნდეს. პატარაობიდან მიყვარს გუდიაშვილი. ცოცხალია და სასწაული ფანტაზიაა, ჩემთან ძალიან ახლოსაა. ნახატი აქვს ფანქრით შესრულებული, ქართულ მოტივებზე, სადაც ქალი აცხობს პურს. ეს ჩემი ბავშვობის საყვარელი ნახატია, რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ უკვე შემიძლია შევეჭიდო ამხელა რაღაცას. და მოვქარგე… ოღონდ, განსხვავებით გუდიაშვილისგან, ფერადი გავაკეთე. გუდიაშვილის სამყარო, სხვისი სამყარო, გავაფერადე და ჩემად შევქმენი.
– ვიცი, რომ განსაკუთრებით გიყვარს იაპონია…12177934_1153479891347284_1626174486_n
– ჩემი მეგობრები მეხუმრებიან, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი იაპონელი და თუ არ ვიყავი, მაშინ მომავალში აუცილებლად ვიქნები…
ძალიან პატარა ვიყავი, როცა მქონდა იაპონიასთან შეხება. სტუმრად გვყავდნენ იაპონელები, მათ მკითხეს, გავყვებოდი თუ არა იაპონიაში და მეც წასვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ისინი ჩემ გარეშე წავიდნენ. არ ვიცი, რა მოხდა მაშინ ჩემში, მას შემდეგ ვისწრაფი ამ ქვეყნისკენ. ზრდასრული ვიყავი, როცა გავეცანი იაპონიის ისტორიას, კულტურას. ასევე დიდი გავლენა იქონია ჩემზე მწერლებმა: რიუნოსკე აკუტაგავა, იასუნარი კავაბატა, იუკიო მიშიმა, ჰარუკი მურაკამი. კავაბატას  „ათასფრთიანი წერო“, რომელიც დიდი ხანია წავიკითხე, დღემდე ვფიქრობ.
დამოუკიდებლად სწავლობ ენებს, უკვე ძალიან ბევრი იცი. რა არის ამის მიზეზი?…10150018_1153479928013947_523105745_n
ბავშვობიდან ვიცი რუსული და ინგლისური. მერე ვისწავლე გერმანული და თურქული, არ მომეწონა. მე უფრო განსხვავებული და რთული ენები მიყვარს. პროფესიიდან გამომდინარე, ვისწავლე ლათინური. მხოლოდ პროფესიული ტერმინები არა, საფუძვლიანად თავის გრამატიკით. ვუყურებდი იაპონურ ფილმებს და ანიმეებს იაპონურად ინგლისური ტიტრებით. გადავწყვიტე, მესწავლა იაპონური და ამასაც მივაღწიე, თავისუფლად ვსაუბრობ. მათი კანა (ანბანი) კარგად ვიცი, კანჯი (იეროგლიფები) საკმაოდ რთულია, თუმცა სწავლას მაინც ვაგრძელებ. უფრო მიდრეკილება მაქვს აზიური კულტურისკენ. ახლა დავიწყე არაბულის სწავლა. სასიამოვნოა, როცა (თუნდაც ფილმში) წარწერას ვხედავ, არავინ იცის, რა წერია და მე შემიძლია წავიკითხო.
ხშირად მქონია შემთხვევა, ქუჩაში ტურისტი მაჩერებს და ინგლისურად რაღაცას მეკითხება, ვხვდები, რომ იაპონელია და იაპონურად ვპასუხობ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამ დროს მათი გაოგნებული და გაცისკროვნებული სახეების ნახვა.
მე არ მაქვს ოცნება, რომ იაპონიაში წავიდე. დარწმუნებული ვარ, რომ წავალ. იმდენად დიდ პატივს ვცემ ამ ქვეყანას და მის ხალხს, არ მინდა მოუმზადებელი ჩავიდე, არ მინდა სხვა ენაზე ველაპარაკო. ისე მიყვარს ადამიანები, მირჩევნია ყველასთან მათ ენაზე ვიურთიერთო…

ნინო ჯაჯანიძე

12177864_1153479878013952_1242250563_n

12177931_1153479874680619_607488836_n

12179185_1153479908013949_707213461_n

12179195_1153479918013948_818062175_n

12179206_1153479924680614_550383946_n

12179446_1153479894680617_1047782520_n

12179603_1153479934680613_292560558_n

12179630_1153479921347281_1319212917_n

12179691_1153479941347279_2134112067_n

12181913_1153479914680615_559366158_n

12182023_1153479881347285_1767274863_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები