პუტინმა ყირიმის დამოუკიდებლობის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ყირიმის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ დოკუმენტს ხელი მოაწერა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმელმა ხალხმა 16 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხაზგასმით გამოხატა თავისი ნება, ყირიმი აღიარებული იქნას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისსავე ფარგლებში სევასტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს“- აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ბრძანებულება ძალაში მისი ხელმოწერისთანავე შედის.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ 15:00 საათზე კრემლში , სახელმწიფო დუმის დეპუტატებს, ქვეყნის უმაღლესი საბჭოს, რეგიონების ხელმძღვანელ პირებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. პუტინი ამავე შეხვედრისას ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლის მცხოვრებლებს, რუსეთთან შეერთების საკითხებზე მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთებას მხარი 97% დაუჭირა. ოფიციალური კიევი მკაცრი ზომებისთვის ემზადება. რუსეთის უმაღლესი სათათბიროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ყირიმის მისაერთებლად აუცილებელ იურიდიულ ნორმებს 2 კვირაში მოაგვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები