მერკელი რუსეთთან მიმართებაში მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მის პარტიას „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს“ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებისკენ მოუწოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც თანაპარტიელებთან შეხვედრაზე მერკელმა განაცხადა, აუცილებელია გერმანიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ დროისთვის გერმანიის მთავრობაში რუსეთისთვის უმეტესად ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილება. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ რუსეთს ახალი სანქციები უწესდება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. დღესვე რუს ჩინოვნიკებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაც აეკრძალათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები