ევროპა ყირიმის რეფერენდუმს არ აღიარებს

ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ რეფერენდუმს არცერთი ევროპელი ლიდერი არ აღიარებს. ევროკავშირი მოსკოვს რეგიონის ოკუპაციაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ რუსეთს ახალი სანქციები უწესდება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. დღესვე რუს ჩინოვნიკებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაც აეკრძალათ. შეგახსენებთ, რომ ყირიმში კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთებას მხარი 97% დაუჭირა. ოფიციალური კიევი მკაცრი ზომებისთვის ემზადება. რუსეთის უმაღლესი სათათბიროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ყირიმის მისაერთებლად აუცილებელ იურიდიულ ნორმებს 2 კვირაში მოაგვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები