ნოდარ ხადურმა OECD-ის რეგიონული კონფერენცია გახსნა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა გახსნა. შეხვედრა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი ესწრება.