„ ყირიმის მიერთების შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციების მასშტაბს გაუზრდის“

უკრაინაში კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზები ჯერ კიდევ არსებობს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მზადაა, სანქციების მასშტაბი გაზარდოს, რომელიც რუსეთისა და მისი ოფიციალური პირების წინააღმდეგ არის მიმართული.
ობამას თქმით, მომავალ კვირას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რიგ ევროპულ ქვეყნებს ესტუმრება და უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. აშშ პრეზიდენტის განცხადებით, ის თავადაც აპირებს უახლოეს პერიოდში ევროპაში ვიზიტს, თუმცა ვიზიტის მიზანი მას ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები