ზემფირა და მისი მეგობარი გოგო ჭორებმა დაღალეს
მომღერალ ზემფირას და რენატა ლიტვინოვას განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ხშირად ჭორაობენ, რამაც ქალბატონები დაღალა. მათ მობეზრდათ, ამა თუ იმ ჭორის გამო თავის მართლება. რენატა ლიტვინოვამ ჭორებისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა და საკუთარ ბლოგზე ზემფირას აზრი დაწერა, რადგან მას მიაჩნია, რომ ის ძალიან კარგად აღწერს მათ ურთიერთობას. “არა, მე არ მყავს მეგობრები, ეს ჩემი სტილი არ არის. არ მიყვარს ხალხმრავალი შეკრებები. მე მყავს ერთი ადამიანი – რენატა და ჩემთვის საკმარისია. ის საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანია და მასთან არასდროს არ ვარ მოწყენილი”.