“ნაციონალები” მოსახლეობის ზურგსუკან მოლაპარაკებებს ისევ “გაზპრომთან” აწარმოებდნენ, განცხადებებში კი რუსეთს მიწასთან ასწორებდნენ”

17 ოქტომბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად საქართველოს მოუწოდა მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილიყვნენ და “გაზპრომთან” ყოველწლიური მოლაპარაკებები გაეპროტესტებინათ. მათი აზრით, “გაზპრომთან” ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმება  ხელშეკრულება 25 წელია არსებობს და „ნაციონალური მოძრაობის“ 9 – წლიანი მმართველობისასაც ახლდებოდა ყოველწლიურად) სამშობლოს ღალატია და ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობა ადრე თუ გვიან ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.
ბოლო დროს „ნაციონალები“ თითქოს ტრადიციად ცდილობენ იმის დამკვიდრებას, რომ რასაც თავად აკეთებდნენ მალულად თუ ხილულად, ეს ყველაფერი მოქმედ ხელისუფლებას “ჩამოკიდონ”, თვითონ კი პოლიტიკური გულმავიწყობის რეჟიმში მშვენივრად გრძნობენ თავს.
საქართველოსთვის აპოკალიფსი იწინასწარმეტყველონ – ეს მათი საყვარელი პოლიტიკური გასართობი გახდა.
არადა, მოლაპარაკება და ალტერნატიული გზების ძიება, იაფი ენერგომატარებლების ქვეყენაში მოზიდვა (დივერსიფიკაცია-დამატებითი მომწოდებლების მოზიდვა და არა არსებული ერთის სხვა ერთით ჩანაცვლებაა) რომელ ნორმალურ მოქალაქეს ან პოლიტიკოსს უნდა ეწყინოს?
აქციაზე “არა გაზპრომს”, საბოლოო ჯამში, მხოლოდ „ნაციონალების“ ცნობადი სახეები მივიდნენ, 2 საათი ერთმანეთს ებაასნენ და დაიშალნენ.
მათ ამ შოუს ლაიტმოტივად გასდევს ეს დღეებია ერთადერთი მესიჯი- ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთი იყო მტერი და მასთან ზურგით ვიდექითო.
დავუშვათ დაგვავიწყდა მათი ცნობილი ფრაზა რომ – რუსულ ფულს სუნი არ აქვს, დაუშვათ არც რუსეთზე მიყიდული ობიექტები ახსოვს ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ…
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2007 წლის 29 აგვისტოს საინტერესო ხელშეკრულება დაიდო “საქართველოს ნავთობისა და გაზისკორპორაციასა” და სს “ენერჯი ინვესტს” შორის.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხეთაგური იყო, „ენერჯი ინვესტის“ შეფი კი გენო მალაზონია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებით, „ენერჯი ინვესტმა“ ვალდებულება აიღო სახელმწიფოსთვის დაახლოებით 350 მილიონი კუბური ბუნებრივი აირი მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი ათას კუბურზე 170 დოლარი მიეღო. თითქოს ჩვეულებრივი გარიგებაა,რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი – თავად „ენერჯი ინვესტი“ გაზს 150 დოლარად… რუსული “გაზპრომისგან” ყიდულობდა.
რა გამოდის?! 2006 წლის აფეთქებისა და რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ხელისუფლება ისევ რუსულ კომპანიას დაუკავშირდა და გაზს ისევ მისგან იღებდა შუამავლის საშუალებით, რომ მოსახლეობისთვის „გაზპრომთან“ ურთიერთობა დაემალა.და ეს იმ აგრესიული პროპაგანდის ფონზე როცა ყველა გაჰკიოდა რუსეთის არაფერი გვინდა და თუნდაც სამხედრო აგრესია დაიწყოს მაგისთვისაც მზად ვართო!.
ამ დროს კი კულუარებში ხელს აწერდნენ ისეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პიარით და პროპაგანდით მოტყუებული მოსახლეობა ისევ „გაზპრომის“ გაზზე იჯდა. რა საჭირო იყო ამ ცირკის მოწყობა? ერთი ის, რომ მტრის მიმართ მუდმივად შენთებულ სამოქალაქო განწყობას ინარჩუნებდნენ და ხალხში არსებულ აგრესიას თავიანთ მიქარვებზე და უპასუხისმგებლობაზე საჭირო კალაპოტში მიმართვადნენ და მეორე – ფული! ამ მახინაციით ნაციონალური ელიტა წესთ უკმაყოფილო ვერ დარჩებოდა.
გვახსოვს ყველას, ვანო მერაბიშვილმა რომ თქვა საპარლამენტო ტრიბუნიდან:
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინვესტორს და ნებისმიერ კაპიტალს, მათ შორის რუსულსაც, თუ ის ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოსვლისა და განთვასების თავისუფალი გარემოა. ქვეყნაში ბვერი რუსული კომპანია ოპერირებს, რომელთა 80%-ი რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიებია. რუსულ ფულს სუნი არ უდის…“
არადა, პირველად გაზსადენის „გაზპრომზე“ მიყიდვის თემა კახა ბენდუქიძემ ახსენა. მინისტრი ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას დაჟინებით მოითხოვდა. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მთავრობა დაარწმუნა, რომ მაგისტრალური გაზსადენი უნდა გაყიდულიყო. მყიდველი კი, რა თქმა უნდა, „გაზპრომი“ იქნებოდა. „გაზპრომი“ გაზსადენში 300 მილიონი დოლარის გადახდასა აპირებდა, თუმცა, თბილისში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხზე სიტყვა აღარავის დაუძრავს. ბენდუქიძე ამტკიცებდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დიდ თანხას საჭიროებდა, რისი გაღებაც საქართველოს მწირ ბიუჯეტს არ შეეძლო. რეაბილიტაციისთვის ბუშმა ხელისუფლებას მილიონები აჩუქა და ამით გააჩუმა. მაგისტრალის გაყიდვაც რამდენიმე წლით გადაიდო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მაშინ, როდესაც ექსპერტები ასაბუთებდნენ, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, „შაჰ-დენიზის“ გაზსადენს პრობლემები შექმნოდა, ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ამ საკითხზე თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და განაცხადა, რომ „ფეხებზე ჰკიდია შაჰ-დენიზის გაზსადენი“.
რა გამოდის? მთავარი იყო ინვესტიცია და არა ის, ვის ან რას მივყიდდით – მუდამ „ნაციონალების“ ისტაბლიშმენტი იმეორებდა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან სხვაა და პოლიტიკური სხვა!
მაშინ მოსახლეობისგან ყველა ინფორმაციას მალავდნენ ან სათავისოდ ფუთავდნენ, ახლა ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა… გამჭვირვალეა ისიც, რომ თურმე გენო მალაზონიას სახელმწიფოსა და „გაზპრომთან“ შუამავლობა უღირდა და სოლიდური თანხა რჩებოდა, თუმცა ახლა იმის შეხსენება, რომ მალაზონიას ეს 20-დოლარიანი სხვაობა ძმრად ამოადინეს, ეგებ არც ღირდეს. მაშინ მალაზონია დააპატიმრეს და 60 მილიონი „აახიეს“. მაშინდელი ტიპიური სიტუაცია, არც კარის ბიზნესმენებს ინდობდნენ, როცა ფულის ახევის სურვილი იპყრობდათ…
მთავარი ერთია, რომ მოსახლეობის ზურგსუკან მოლაპარაკებებს ისევ “გაზპრომთან” აწარმოებდა, განცხადებებში კი რუსეთს მიწასთან ასწორებდა, მტერს ეძახდა და ამ ყველაფერმა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ერთ წელიწადში სადამდე მიგვიყვანა, კარგად მოგეხსენებათ.

ბათო ჯაფარიძე

წყარო: “ახალი თაობა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები