ხათუნა სამნიძე: არ არსებობს არაფერი, რაც ამ კადრების ასე გავრცელებას გაამართლებს

“არ არსებობს არაფერი, რაც ამ კადრების ასე გავრცელებას გაამართლებს”,-ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გუშინ, უკრაინული პორტალის tube.ua-ს მიერ წამების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს. როგორც სტოკჰოლმიდან დაბრუნებული ხათუნა სამნიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, “იმედი მაქვს, მალე გამოიძიებენ ყველაფერს”.
“რა აზრი ჰქონდა დღეს ჩემს სეირნობას სტოკჰოლმის ძველ ქუჩებში, მზეზე მიფიცხებას, ულამაზესი შენობების თვალიერებას, სიმშვიდეს ერთი სიტყვით… როცა აქ ასეთი ამბავი უნდა დამხვედროდა!
როგორ შეიძლება ამ საშინელი კადრების გავრცელება! ისეც ხომ ვიცით, რა საშინელება და მარაზმი ხდებოდა! თან, რამდენიმე პოსტი ვნახე, მოწოდებით, რომ უფრო გავრცელდეს და ვეღარ მოვითმინე, რომ არ დამეწერა. არ არსებობს არაფერი, რაც ამ კადრების ასე გავრცელებას გაამართლებს. იმედი მაქვს, მალე გამოიძიებენ ყველაფერს”,-წერს ხათუნა სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები