დუმამ გამარტივებული წესით ყირიმის შეერთების კანონპროექტი უკან გაიწვია
გამარტივებული წესით ახალი სუბიექტების, მათ შორის ყირიმის შეერთების თაობაზე კანონპროექტი რუსეთის დუმამ უკან გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს დუმის წევრმა, ვლადიმერ პილიგინმა განუცხადა, ამ დროისთვის ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ განხილვის სტადიაშია. “როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კანონპროექტი უკან თავად ავტორებმა გაიწვიეს”, – აღნიშნა პილიგინმა. კანონპროექტი დუმაში “სამართლიანი რუსეთის” ფრაქციის წევრებმა შეიტანეს.