თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული პროექტების დირექტორს შეხვდა
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული პროექტების დირექტორს ვასილის მარაგოსს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეხვდა.
მარაგოსმა ქართულ მხარეს გარემოს დაცვის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააცნო, რომელიც გულისხმობს რეგიონული პროექტების მომზადებას თითოეულ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. საქართველოს შესაძლებლობა ექნება რეგიონული თანამშრომლობა ეროვნული საჭიროებების მიხედვით წარმართოს და თავად გახდეს ახალი პროექტების ინიციატორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ სფეროებში.
მხარეები იმ ძირითად გარემოსდაცვით მიმართულებებზე შეთანხმდენენ, რომელშიც ევროკავშირი განახორციელებს ინვესტირებას. განიხილულ იქნა წყლის რესურსების მართვის სფეროში ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ახალი რეგიონული პროექტი, რომელშიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 23,5 მილიონი ევრო ჩაიდება და მოხმარდება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ 5 სახელმწიფოს.