NDI-ის კვლევა – “ქართული ოცნება” 14%, “ნაციონალური მოძრაობა” 13%

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, NDI -ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
რესპონდენტთა 42 პროცენტმა აირჩია კატეგორია “არც ერთი პარტია”. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დაასახელა 14%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი 13%, კატეგორიაზე “არ ვიცი” – მოდის 8%, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა. 4-4% მოდის ირაკლი ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებსა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე”, 3-3% ლეიბორისტულ პარტიასა და “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაზე”, დანარჩენი 3% კი ნაწილდება კატეგორიაზე “სხვა”. ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები