დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი მიიღო.
აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც ბრიუს ენდრიუსი ხელმძღვანელობს, საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრო საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხების ვრცელი სპექტრი. “აღინიშნა დიდი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში და ითქვა, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება და გაიზრდება მხარდაჭერა ცალკეული სექტორების მიმართულებით. მათ შორის, საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულების მხარდაჭერასა და აშშ-ში საქართველოს პრომოციის გაძლიერებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით“,-აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.