ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს ჩავა

ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს ჩავა – ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღანელმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული ბარიერებით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
“საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის განცხადებით, ჩინეთიდან მატარებელი საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა, ეს კი ძალიან მოკლე დროა და კარგი ალტერნატივაა საავტომობილო გზის, რომელსაც ჩამოსასვლელად 25 დღე მაინც სჭირდება.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ტარიფები უფრო მაღალია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, რადგანაც დროც ფულია. სარკინიგზო მიმოსვლას კი დროის უპირატესობა გააჩნია.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან საქართველოს აქვს გეგმა, რომ შეძლებს 300 ათასამდე კონტეინერი გაატაროს ამ დერეფნის მეშვეობით.
„დღეს თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიარდ დოლარს შეადგენს, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც ახალი დერეფანი აუცილებლად დასჭირდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები