ობამამ რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვის ბრძანებას ხელი მოაწერა

  აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები რამდენიმე რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნის აქტივების გაყინვას ეხება. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სანქციები უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი აქსიონოვს, ასევე რუს მაღალჩინოსნებს: ლეონიდ სლუცკის, დიმიტრი როგოზინს, სერგეი გლაზევს, ვალენტინა მატვიენკოს, და რამდენიმე სხვა რუს ოფიციალურ პირს დაუწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები