ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ფორუმის დანიშნულება არის პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანა

,,აბრეშუმის გზის” ფორუმის გახნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს, როგორც გზაჯვარედინს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული ადგილი უჭირავს თანამედროვე ,,აბრეშუმის გზაზე”.
,,როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ „აბრეშუმის გზის“ უმოკლესი მარშრუტის ნაწილი.
ეს ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. საქართველოს წყალობით, კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას.
მეორე მხრივ, ამ ფორუმის დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები