ირაკლი ღარიბაშვილი: პირობას ვდებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა უზრუნველვყო თქვენი ინვესტიციების წარმატება და მხარი დაგიჭიროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის ფორუმის გზის“ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და პირობა დადო, რომ ინვესტიციების უზრუნველსაყოფად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
როგორც პრემიერმა ფორუმის მონაწილეების მისამართით აღნიშნა, „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე არსებობს საქმიანი თანამშრომლობისა და ვაჭრობის უდიდესი პოტენციალი.
„პირობას ვდებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა უზრუნველვყო თქვენი ინვესტიციების წარმატება და მხარი დაგიჭიროთ.
არსებითად, სწორედ ბიზნესი იქნება „აბრეშუმის გზის“ ხელახლა დაბადების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. თქვენ ააგებთ ქვეყნებს შორის მეტად აუცილებელ ხიდებს და საფუძველს ჩაუყრით ხანგრძლივ მშვიდობიან თანამშრომლობას.
ნამდვილი პირველაღმომჩენები სწორედ ბიზნესმენები არიან, ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსები, როგორც წესი, თქვენს კვალს მივდევთ. დადგა დრო, „აბრეშუმის გზაზეც“ ხელი შევუწყოთ ამ პირველაღმომჩენთა სულისკვეთებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, გუშინ ყურადღება გამახვილდა „აბრეშუმის გზის“ გაყოლებაზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, დღეს კი, ძირითადად, საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ სავაჭრო ცენტრის როლის განხილვა მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები