„ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში უფრო მეტ ყაზახურ ინვესტიციას ვიხილავთ“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრს, ერბოლატ დოსაევს შეხვდა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ შესაძლებლობის ზრდა ამ მიმართულებით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პოტენციალისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენებაზე. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ყაზახური ინვესტიციების საკითხი იყო.
„ყაზახური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყაზახური ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაამუშავებს ყაზახურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ყველა ახალ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ახალ ყაზახურ ინვესტიციას საქართველოში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები