„მიხეილ სააკაშვილი კიევში პორნოფილმს იღებდა“

სააკაშვილთან დაკავშირებით სკანდალი მოხდა კიევში, როცა მეგობრის სახლში პორნოფილმს იღებდა, ამიტომაც, რომ არ დაეჭირათ, სასწრაფოდ “კაგებეს” ჯარში 3 წელი ამსახურეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ გაზეთ “ქრონიკასთან” განაცხადა. მისი თქმით, “კაგებეს” ჯარში მოსახვედრად მას ბიძამისი, თემურ ალასანი დაეხმარა.
“როგორც წამიკითხავს, მიხეილ სააკაშვილი ბიძამისის, თემურ ალასანიას დახმარებით მოხვდა “კაგებეს” ჯარებში, მოგეხსენებათ, მაშინ სასაზღვრო ჯარები “კაგებეს” ექვემდებარებოდა, სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ სკანდალი მოხდა კიევში, როცა მეგობრის სახლში პორნოფილმს იღებდა, ამიტომაც, რომ არ დაეჭირათ, სასწრაფოდ გაუკეთეს ის, რომ “კაგებეს” ჯარში 3 წელი ემსახურა.
ასეთ ადამიანებს ამოწმებდნენ, ამუშავებდნენ და მუდმივ კავშირზე ხდებოდა ამ ადამიანების აყვანა. ყველას ვურჩევ, შევიდნენ ინტერნეტში, აკრიფონ რუსულად თემურ ალასანია. ნახავენ, რომ ეს ადამიანი, როგორც რუსეთის მოქალაქე რუსეთის კვოტით მუშაობდა გაეროში, იარაღის შესყიდვების სტრუქტურაში საკმად მაღალ თანამდებობაზე. რუსეთი ჩვეულებრივ ასეთ მიმართულებას რიგით პიროვნებას არ ჩააბარებდა, თუ ის არ იქნებოდა “კაგებეს” თანამშრომელი,” – ამბობს პეტრე მამრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები