რა იქნება ფიქრია ჩიხრაძის პირველი რჩევა პრეზიდენტისთვის?

ფიქრია არის ძალიან გახსნილი ადამიანი, აქვს კონტაქტები პრაქტიკულად ყველას პოლიტიკურ ძალასთან, ფიქრია მისაღებია ყველა პოლიტიკური ძალისთვის, – ასე ახასიათებს “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ახალ მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს.
როგორც ნაჭყებია გამოცემა “ალიასთან” საუბრისას აღნიშნავს, პირველი რჩევა, რაც შესაძლოა, ახალმა მრჩეველმა პრეზიდენტს მისცეს, კრიზისულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება.
“თქვენ იცით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტს განსაზღვრული როლი აქვს და ფუნქცია, რომ კრიზისულ სიტუაციებში მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის. პირველი რჩევა, ალბათ, არის ის, რომ კრიზისულ სიტუაციებში მირებული გადაწყვეტილებები იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი ასეთი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში, ფიქრიას პირველი რჩევაც ეს იქნება” , – განაცხა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები