დედამიწის მოსახლეობას გლობალური დათბობის თავიდან აცილება შეუძლია

შვედი მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის მოსახლეობას გლობალური დათბობის თავიდან აცილება შეუძლია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მზის და ქარის ენერგიის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურმა დამკვიდრებამ, რასაც მავნე ნივთიერებების გამოყოფა არ მოჰყვება, საკმაოდ სერიოზულად შეანელა გლობალური დათბობის პროცესი.
ამ თეორიის შესახებ ყველასთვის მოულოდნელად გარემოს დაცვის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა იოჰან როკსტრემმა განაცხადა.
მისი ეს განცხადება მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ 2009 წელს მან გლობალური დათბობის პროცესის შეუქცევადობის შესახებ განაცხადა. ახლა კი მეცნიერი ამბობს, რომ დედამიწის მოსახლეობას შეუძლია პლანეტა მომავალ თაობებს დახლოებით ისეთივე დაბინძურების მასშტაბით დაუტოვოს, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო.
როკსტრემის აზრით, გლობალური დათბობა შეიძლება არც მოხდეს, თუ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მავნე ნივთიერებებით ატმოსფეროს დაბინძურების შემცირება ასეთივე ტემპებით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები