კვიპროსის მთავარეპისკოპოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებას ულოცავს
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე წინამძღოლის არჩევას ოფიციალური წერილით ეხმაურება.
კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიოს აღსაყდრებას ულოცავს.
„საქართველოს ეკლესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმტკიცითა და მრევლის ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, დღეიდან თქვენი უნეტარესობის მამობრივი მზრუნველობით ახალ საპატრიარქო ეპოქაში შედის.
შევთხოვთ ყოვლადსახიერ ღმერთს, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სიბრძნე, რათა ღვთივსათნოდ წარუძღვეთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სამღვდელოებასა და კეთილმსახურ ერს“, – ნათქვამია მისალოც წერილში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია ორ ეკლესიას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ძმური კავშირი და ერთობა.