დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა – და არც მე“.
გადადგომის შესახებ დღეს პირველმა მინისტრმა მიატა ფანბულემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ „საზოგადოებას არ სჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ცვლილებების წარმართვა – და არც მე“.
რამდენიმე საათის შემდეგ, ჯეს ფილიპსმა გამოაცხადა, რომ ის ტოვებდა დაცვის მინისტრის თანამდებობას და სტარმერს უთხრა, რომ „მნიშვნელობა საქმეებს აქვს და არა სიტყვებს“.
მას მალევე მიბაძა ალექს დევის-ჯონსმა და მოუწოდა პრემიერ-მინისტრს, „იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და დაადგინოს წასვლის გრაფიკი“.
ცნობისთვის, 7 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ დამარცხდა. ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კირ სტარმერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ბოლო დღეებში ლეიბორისტი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოუწოდებენ, გადადგომის თარიღი დაასახელოს.