პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მან ოქროს მედალი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლიკა ჩაჩიბაია (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილი (70 კგ), ნატა ოჩიგავა (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილი (52 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.