„რუსეთი ცდილობს, სააკაშვილი ჰააგაში გაასამართლოს“

„რუსეთი ცდილობს, სააკაშვილი ჰააგაში გაასამართლოს“, – აღნიშნული შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთი დიდი ხანია ითხოვს 2008 წლის ომის გამოძიებას. ჰააგას მან უკვე გადასცა 500 ტომი, რითაც, მათივე თქმით, სწორედ ქართული მხარის დანაშაულები იკვეთება.
„მოსკოვი უკვე ოთხი წელია, ჰააგის ტრიბუნალის რეაქციას ელოდება. რეაქცია ახლა დადგა. მათ ქართულ მხარეს უკვე ოფიციალურად და ღიად მოსთხოვეს საგამოძიებო მასალების მათთვის მიწოდება“, – წერს სტატიის ავტორი.
როგორც ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, არსებობს ეჭვი, რომ მოსკოვი შეეცდება, საკუთარი გავლენა გამოიყენოს იმისთვის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მიაღწიოს.
„არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ საქართველოში მართლაც იქნა ჩადენილი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.
არსებობს ეჭვი, რომ მოსკოვი შეეცდება, საკუთარი გავლენა გამოიყენოს იმისთვის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მიაღწიოს“, – დასძინა ჰააგის პროკურორმა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამის შანსი და საშიშროება მართლაც არსებობს.
„ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბევრი მტკიცებულება გაანადგურა და ქართულ მხარეს არ ეძლევა საშუალება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეალური ინფორმაცია მიიღოს. რუსეთის ხელისუფლება სრულიად უშლის ხელს სამხედრო დანაშაულის ფაქტებს გამოძიებას, რომელიც მათ მიერ არის ჩადენილი 2008 წლის აგვისტოს ომის განმავლობაში. როცა საქართველოს ხელისუფლება იძიებდა ამ ფაქტებს, ძალიან ბევრი მასალა შეგროვდა, თუმცა დიდი რაოდენობით მტკიცებულებები თავად რუსეთის ფედერაციან გაანადგურა იმ პერიოდში და შემდეგაც“, – წერს „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები