დედამიწის სიახლოვეს გიგანტურმა ასტეროიდმა ჩაიარა
დედამიწის სიახლოვეს გიგანტურმა ასტეროიდმა – 86 666 (2000 FL10) ჩაიარა. ამის შესახებ ტელეკომპანია “სი-ენ-ენი“ იტყობინება. კოსმოსური მასშტაბით მანძილი ამ სხეულსა და ჩვენს პლანეტას შორის საკმაოდ მცირე იყო – 25 მილიონი კილომეტრი.
რამდენიმე დღის წინ პოტენციურად სახიფათო ასტეროიდის მოახლოების შესახებ „ნასა“ იუწყებოდა. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, მისი დიამეტრი 2,5 კილომეტრი იყო და ასტეროიდი რამდენიმე ათას ტონას იწონიდა. დედამიწასთან მისი შეჯახების შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა.
დედამიწის სიახლოვეს ყველაზე ახლოს დიდმა ასტეროიდმა ბოლოს 2013 წლის 1-ელ ივნისს ჩაიარა. ასტეროიდი 1998 QE2 ჩვენი პლანეტიდან 5,8 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.