დედამიწას სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება

ამერიკული „ნასას“ ასტრონომებმა ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც 60 ათასი კმ/სთ-ის სიჩქარით დედამიწას უახლოვდება. მეცნიერების გაანგარიშებით, ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 26 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს. ასტეროიდის ნომერია 86666 და მისი დიამეტრი 2,5 კილომეტრს შეადგენს. ის დედამიწასთან ახლოს მდებარე ცნობილი ასტეროიდებიდან ყველაზე დიდია. დედამიწის სიახლოვეს გამოჩენილი ასტროიდების დიამეტრი, როგორც წესი, ერთ კილომეტრს არ აღემატება.
ასტრონომების ვარაუდით, ასტეროიდის და დედამიწის შეჯახების შესაძლებლობა ძალიან დაბალია. მეცნიერების უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ასტეროტიდი, რომელიც დედამიწას 55 წლის შემდეგ მიუახლოვდება. პლანეტაზე მისი დაცემის ალბათობა ბევრად მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები