სპილოებს კიბოსგან დაცვის მექანიზმი აღმოაჩნდათ

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ სპილოებს კიბოსგან დაცვის მექანიზმი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მეცნიერები ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ კითხვაზე: თუ რატომ ავადდებიან სპილოები სიმსივნით ბევრად უფრო იშვიათად, ვიდრე სხვა ცხოველები. იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები ამ კვლევას ატარებდნენ, რათა დაედგინათ, როგორ იქცევა სხვადასხვა ორგანიზმის იმუნური სისტემა სიმსივნის დასამარცხებლად. ამით მეცნიერებს თერაპიის ახალი საშუალებების გამოგონების იმედი აქვთ.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ყოველი უჯრედი ორგანიზმში პოტენციურად შეიძლება გახდეს კიბოს უჯრედი და, შესაბამისად, რაც მეტი უჯრედია ორგანიზმში, მით უფრო მაღალია კიბოს გაჩენის შანსი. სპილოებს 100-ჯერ მეტი უჯრედი აქვთ, ვიდრე ადამიანებს და, ამ თეორიის მიხედვით, კიბოთი დაავადების შანსი მათ 100-ჯერ მეტი უნდა ჰქონდეთ. ამასთანავე, კვლევის მიხედვით, სპილოების მხოლოდ 5%-ში სიმსივნით დაავადება სიკვდილს იწვევს. ადამიანებში ეს ციფრი 25%-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები