ტელეოპერატორების ფესტივალი “ოქროს თვალი” იწყება.
16-18 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით თბილისი ივენთ ჰოლში კინო და ტელეოპერატორების რიგით მე-5 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიმართება. ფესტივალზე ჟიური საუკეთესო კინოოპერატულ, ტელეოპერატულ და სტუდენტურ ნამუშევრებს გამოავლენს. ასევე დაჯილდოვდება სარისკო კადრის ავტორი. მიღებული საკონკურსო ნამუშევრებიდან გამარჯვებულების გამოვლენა ორ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე ფესტივალის ჟიური თითოეულ კატეგორიაზე 3 საკონკურსო ნამუშევარს შეარჩევს, გამარჯვებულების ვინაობა კი ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გახდება ცნობილი.