ეს პირველყოფილი ცხენი შვილს ელოდებოდა
გერმანიაში მეცნიერებმა ცხენის წინაპრის კარგად შენახული ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი 48 მილიონი წელია. კვლევებმა აჩვენა, რომ ცხენი ორსულად იყო. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველის ზოგიერთი რბილი ქსოვილი კარგად არის შენახული, მათ შორის დედის პლაცენტა და ზოგიერთი სხვა ქსოვილი. კვლევების დახმარებით მეცნიერებმა ამ უძველესი ცხოველის რეპროდუქციული სისტემის შესწავლა შეძლეს. სპეციალური მიკროსკოპის დახმარებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაყოფის ზომა 13 სანტიმეტრს შეადგენდა. პრატიკულად ყველა მისი ძვალი შენარჩუნდა, დაზიანებული იყო მხოლოდ თავის ქალა.