ქართული კულტურის დღეები პოლონეთში

ქართული კულტურის დღეები 9 ოქტომბერს შექსპირის სახელობის გდანსკის თეატრში გაიხსნება. ცერემონიის გახსნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პოლონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, დაესწრება.
პოლონეთში ქართული კულტურის კვირეული 9-დან 16 ოქტომბრამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ქართული კულტურის თითქმის ყველა დარგს გაეცნოს. კვირეულზე წარმოდგენილი იქნება ქართული თეატრის, კინოს, ხალხური ცეკვისა და მუსიკის, მხატვრობისა და ფოტოხელოვნების ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები