ეროვნულ გალერეაში არა გულერის ფოტოგამოფენა გაიხსნება
თურქი ფოტოგრაფის არა გულერის პერსონალურ გამოფენას 16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს. არა გულერი, რომელსაც „სტამბოლის თვალი შეარქვეს“, სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტია. ხელოვანმა შექმნა თეატრალური და დრამატული ნამუშევრები. თუმცა მოგვიანებით კინოხელოვნება მიატოვა და ჟურნალისტი გახდა. არა გულერი ამერიკის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრია და „მაგნიუმ ფოტოში“ მუშაობს. სხვადასხვა წლებში კულტურაში შეტანილი წვლილისთვის გულერმა არაერთი ჯილდო მიიღო. გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 31 ოქტომბრამდე შეძლებს.