მსახიობი კოტე თოლორდავა Diabolique International Film Festival- ზე დააჯილდოვეს

რეჟისორ ლევან ბახიას ფილმში „ნაღმი“ შესრულებული როლისთვის 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა დააჯილდოვეს. საერთაშორისო ფესტივალი ამერიკაში, ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონში გაიმართა, სადაც კოტე თოლორდავა საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. „ნაღმი“ ქართულ-ამერიკული ტრილერია, სადაც უცხოელ მსახიობებთან ერთად ქართველი მსახიობები: კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი მონაწილეობენ.
ფილმის პრემიერა საქართველოში გასულ წელს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები