იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 19 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. საღამოზე ნაჩვენები იქნება ეპიზოდები ფილმიდან და სპექტაკლიდან „იავნანამ რა ჰქმნა“. ღონისძიებაში მონაწილეობას განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე, მწერლები: რევაზ მიშველაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ენათმეცნიერები, მსახიობები და სხვა საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ.
პროექტის ავტორია მაყვალა გონაშვილი და რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები