„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ იწყება

„თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ იწყება. 13-დან 18 ოქტომბრამდე დედაქალაქს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები ესტუმრებიან. კონსერვატორიის დარბაზებში და „თი-ბი-სი“ ბანკის გალერეაში ოთხი კონცერტის შესრულებაა დაგეგმილი. კონსერვატორიის და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის, ფესტივალის სტუმრები ყოველდღიურად გაკვეთილებს ჩაატარებენ. „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი“ უკვე მეშვიდედ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები