ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტი რიგაში

13 ოქტომბერს რიგაში „თბილისის დღეების“ ფარგლებში, დიდი გილდიის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტი გაიმართება. ანსამბლი უცხოელი მსმენელისთვის ქართულ ხალხურ სიმღერებს, საგალობლებსა და ქართული კინოფილმებიდან მუსიკალურ მონაკვეთებს შეასრულებს.
რიგის ხელოვნების გალერეაში Antonija ლატვიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების გამოფენა: Spirit of Georgia დღეიდან გაიხსნა. ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები