ფოტოგამოფენა – „ბნელი კუთხეები“ გაიმართება
გერმანელი ფოტოხელოვანი ანსგარ გილსტერი ქართველ დამთვალიერებელს საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენს. 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე ევროპის სახლში ფოტოგრაფი საქართველოში, პოლონეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და ბალტიისპირეთში გადაღებულ ფოტოებს გამოფენს. ანსგარ გილსტერი ნაცისტური და საბჭოური რეჟიმების შედეგის ასახვას ფირზე შეეცადა. „ბნელი კუთხეები, მასობრივი სასაფლაოები აღმოსავლეთ ევროპაში“, – ასე უწოდა მან საკუთარ ფოტოკოლაჟს.
17 ოქტომბერს კი საგამოფენო დარბაზში საუბარი ხელოვანებთან გაიმართება.