„თბილისის მოდის კვირეული – 2015“

„თბილისის მოდის კვირეული – 2015“ 8 ოქტომბერს გაიხსნება. რიგით მე-12 კვირეულზე 20-მდე დიზაინერი 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ვარდების მოედანზე განლაგებული დასვენებისა და გართობის ცენტრი „მეტრო“ უმასპინძლებს.
„თბილისის მოდის კვირეულის“ პირველი დღე 18:00 საათზე MOMA-ში იწყება, სადაც ესტონეთის, შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოებთან ერთად თბილისის მოდის კვირეული მოდის ილუსტრატორების ესკიზებს ჩრდილოეთის ქვეყნებიდან წარმოადგენს.12067876_1145641215464485_2111550338_n
პირველ დღეს მხოლოდ ერთი კოლექციის ჩვენება იგეგმება, რომელიც დიზაინერ გიორგი შაღაშვილს ეკუთვნის. კვირეულის ფარგლებში საკუთარ კოლექციებს ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, March & March, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი და მოდის სახლი „მატერია“ წარმოადგენენ. მოდის კვირეულზე პირველად საკუთარი ნამშევრების გამოტანის შესაძლებლობა Atelier 27-ს, Lika 4 Lika-ს და BULLY-ს ეძლევათ. 10 ოქტომბერს ქართველ დიზაინერებს 11:00 დან 14:00 საათამდე GAU-ში დარია შაპოვალოვას, ადამ კაც სენდლინგისა და გემა ვილიამსის მასტერკლასების მოსმენის საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები