პირველად, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი გაიმართება

2015 წლის 10-დან 23 ოქტომბრამდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სახალხო თეატრების პირველი ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ბორჯომის, სამტრედიის, საჩხერის, საგარეჯოს, ხარაგაულის, წყალტუბოს, ბაღდათისა და ჩოხატაურის სახალხო თეატრები მიიღებენ.
ფესტივალი 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ მდებარე მოედანზე გაიხსნება. 23 ოქტომბერს კი საუკეთესო სპექტაკლის, მამაკაცისა და ქალის საუკეთესო როლის, მამაკაცისა და ქალის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მხატვარის და საუკეთესო მუსიკალური გაფორმების ნომინაციებში დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებულებს ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა ჩხარტიშვილი გამოავლენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები