გრიბოედოვის თეატრი სეზონს სპექტაკლით “ალუბლის ბაღი” იწყებს

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი 170-ე საიუბილეო სეზონის გახსნისთვის ემზადება.
8 ოქტომბერს მსახიობები მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “ალუბლის ბაღი” წარდგებიან.
ჩეხოვის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი პიესის სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – ანდრო ენუქიძეა. მთავარ როლს საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია ასრულებს.
გრიბოედოვის თეატრმა საიუბილეო სეზონი საზაფხულო მარათონით საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო. დასი გასტროლზე მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ჩერკასში, სტამბოლში, მახაჩკალაში, ერევანში, ბაქოში და ასტანაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები