სამეგრელოში ყოფილი პოლიციელი დააყაჩაღეს
სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, ყოფილი პოლიციელი, 65 წლის ზურაბ შონია დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, შონიას სახლიდან ყაჩაღებმა 2000 ლარი, მაკაროვის ტიპის იარაღი ვაზნებით და ვერცხლით გაწყობილი საგვარეულო სანადირო თოფი წაიღეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.