საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ (ვიდეო)
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შორის სხდომის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. მოსამართლე ლალი მსხილაძე კოლეგებს დაუპირისპირდა.
სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრისა და იმედში შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებმა მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილება მოითხოვეს. ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლე მსხილაძე, რომელიც კოლეგიას თავმჯდომარეობს, ვერ იქნება ობიექტური, ვინაიდან ნოემბრის მოვლენების დროს სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუცმენის დასკვნა 7 ნოემბერის მოვლენებზე.
ადვოკატებმა სხდომაზე ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერიდან ამოღებული ვიდეომასალის წარმოდგენა მოითხოვეს, რაზეც მსხილაძემ კოლეგა ორ მოსამართლესთან შეუთანხმებლად უარი განაცხადა. მისი მოსაზრება სასამართლო კოლეგიის სხვა წევრებმა არ გაითვალისწინეს, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.