საბაჟო პუნქტებზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობები გამოვლინდა
საბაჟო – გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა პოლონეთის მოქალაქე ბ.ე.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად უკანონოდ შემოტანილი 58 აბი მედიკამენტი DORETA აღმოაჩინეს (მედიკამენტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება TRAMADOL-ს). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე- ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების საგამოძიებო სამსახურს.
მებაჟე ოფიცრებმა სკანერით დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები XANAX – 30 აბი აღმოაჩინეს (alprazolam-ის შემცველობით) და ZALDIAR – 14 აბი (tramadol-ის შემცველობით) 1 ოქტომბერს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სარფი“. აკრძალული მედიკამენტები საქართველოს მოქალაქე ნ. ჯ.-ის კუთვნილ ხელბარგში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გონიოს კრიმინალური პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბოლი-ბათუმი ჩამოფრინდა ბოსნიის მოქალაქე ს.მ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე ასევე სკანერით დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, აღმოაჩინეს კერძოდ: CAFFEBOL (KODEIN-ის შემცველობით) – 60 აბი და DEFRINOL (PSEUDOEFEDRIN-ის შემცველობით) – 91 აბი. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.