ლიტვის საზღვარზე ქართველები დააკავეს

ლიტველმა მესაზღვრეებმა სამი ქართველი დააკავეს, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს. საქართველოს ერთი მოქალაქე ლიტვა-ბელორუსიის საზღვართან 30 მეტრში დააკავეს და ის უკან, ბელორუსიაში გაუშვეს. კიდევ ორ ქართველს პოლონეთისკენ მიმავალ გზაზე შენგენის ვიზა არ აღმოაჩნდა და პოლიციამ ისინი დააპატიმრა.
BALTNEWS.lt-ის ინფორმაციით, მთლიანად 2015 წლის განმავლობაში ლიტვის სასაზღვრო სამსახურმა და პოლიციამ საქართველოს 84 მოქალაქე დააკავა, რომლებიც შენგენის ვიზის გარეშე ლიტვაში ჩასვლას ან ლიტვის გავლით ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები